aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიული ალასანიას პირველი კომენტარი “შპიგელის” სკანდალურ ინტერვიუზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ვივა მედის” კლინიკია ცოტა ხნის წინ დატოვა მიხეილ სააკაშვილის დედამ.

გიული ალასანია “შპიგელის” სკანდალურ ინტერვუზე მედიასთან საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნულ ინტერვიუს საზოგადოებაში დიდი სპეკულაცია მოჰყვა, თუ ვინ იგულისმებოდა სტატიაში.

“„შპიგელმა“ დაბეჭდა ინტერვიუ საკმაოდ ვრცლად, რაც უკვე ძალიან დიდ ინტერესზე მეტყველებს დასავლურ საზოგადოებაში და საერთოდ მსოფლიოში. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაიმართა სპეკულაცია, თუ ვინ იგულისხმებოდა. აქ არ იგულისხმება არავითარი ქართველი, აქ საუბარია უკრაინაზე. რუსეთში საკმაოდ გავრცელებულია ტერმინი „იფსო“, რაც ნიშნავს საინფორმაციო ფსიქოლოგიურ სპეცოპერაციას. ჩემი შვილის შემთხვევაში, მიდიოდნენ სხვადასხვა ადგილას და ამბობდნენ, რომ მისი ჩამოსვლა აუცილებელია და ეს უნდა მოხდეს ოქტომბრამდე, რადგან მზადდებოდა ეს ოპერაცია უკრაინაში, და ამ დროს ის არ უნდა ყოფლიყო ზელენსკის გვერდით. ეს იყო რუსეთის ამოცანა, და ამ ამოცანას მიაღწია კრემლმა. გამოკეტილი ჰყავთ უკვე წელიწადი და ოთხი თვეა, ფაქტობრივად კლავენ. ეს არის კრემლის სპეცოპერაცია, რომელსაც, სამწუხაროდ, ახორციელებს ქართული ხელისუფლების ხელით” , – განაცხადა ალასანიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გერმანულ გამოცემა “შპიგელს” სკანდალური ინტერვიუ მისცა.

მიხეილ სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ადამიანები, ვინც 2021 წელს საქართველოში მისი ჩამოყვანის პროცესში იყვნენ ჩართულები, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ

იტვირთბა....