aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ადვოკატების ფული აღარ გვაქვს, დედაჩემი ბინის გაყიდვას ფიქრობს – სააკაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

გერმანულ გამოცემა “შპიგელს” კითხვაზე, რა სახსრებით ახერხებს ის ამდენი ადვოკატის ყოლას – საქარველოს მესამე პრეზიდენტი, პირდაპირ აცხადებს, რომ საკმარისი თანხა არ აქვთ და დედამისი, გიული ალასანია, ბინის გაყიდვაზე ფიქრობს.

მისი თქმით, გიული ალასანიამ მიწა უკვე გაყიდა დ ახლა ბინის გაყიდვასაც ფიქრობს, რადგან ბრძოლის გასაგრძელებლად ყველა რესურსი ამოეწურათ.

“დედაჩემა მემკვიდრეობით მიღებული მიწა გაყიდა და მიუხედავად ამისა ახლა ფული აღარ გვაქვს არც ადვოკატების და არც სხვა რამის. Რა ვქნა ახლა, ვიდარდო და ვუსაყვედურო საკუთარ თავს, რომ როგორც სხვა პოსტსაბჭოთა კლეპტოკრატ ლიდერს სხვადასხვა ანგარიშზე მილიონები არ მაქვს გადამალული? დედაჩემი ამასობაში ბინის გაყიდვასაც ფიქრობს. Ჩვენ უსამართლო ბრძოლაში ვართ”, – ამბობს სააკაშვილი.

 

იტვირთბა....