aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ხიდაშელმა კვირიკაშვილი კედელთან მიაყენა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

დიასპორის საკითხებში სახელწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე ,,ახალ თაობასთან” მიცემულ ინტერვიუში კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ის თანამდებობიდან საკუთარი ნებით არ წასულა და მას ულტიმატუმი წაუყენეს. ბრეგაძე ულტიმატუმის ავტორად პრემიერ-მინისტრს და მთავრობის სხვა წევრებს ასახებელს და ამბობს, რომ თუ ის თანამდებობაზე დარჩებოდა მას დაწინაურებას დაპირდნენ. ბრეგაძე ამბობს, რომ ხიდაშელმა კვირიკაშვილი ,,კედელთან მიაყენა”.

,,თუ მე გავაგრძელებდი საკონსტიტუციო ცვლილებისთვის ბრძოლას, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვას გულისხმობს მომხსნიდნენ თანადებობიდან. ხოლო თუ გავჩერდებოდი და გავხდებოდი კომფორმისტი შემეძლო დავრჩენილიყავი და დაწინაურებასაც დამპირდნენ.

ვინ წამოგიყენათ ეს ულტიმატუმი?

– საქართველოს მთავრობამ. მეთაურით დაწყებული დამთავრებული მინისტრებით…სწორედ თინა ხიდაშელი გახლდათ ის ადამიანი, რომლემაც კელედთან მიაყენა პრემიერ-მინისტრი და აიძულა ეს გადაწყვეტილება მიეღო“, – აცხადებს ,,ახალ თაობასთან” ინტერვიუში სანდრო ბრეგაძე.

შეგახსენებთ, ბრეგაძე რამდენიმე დღის წინ გადადგა. მინისტრის ყოფილი მოადგილე თანამდებობიდან გადაყენებაში “რესპუბლიკურ პარტიას” ადანაშაულებს.

იტვირთბა....