ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არ გამოვრიცხავ, ადამიანები, ვინც ჩემს დაბრუნებას გეგმავდნენ, რუსეთის აგენტები ყოფილიყვნენ – სააკაშვილი

გამორიცხული არ არის, ადამიანები, ვინც ჩემს დაბრუნებას გეგმავდნენ, რუსეთის აგენტები იყვნენ – განაცხადა  მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა ,,შპიგელთან”.

“პრეზიდენტი პუტინი, მისი წინამორბედი დიმიტრი მედვედევი და საგარეო მინისტრი ლავროვი არა მხოლოდ ჩემი ფიზიკური განადგურებისკენ მოუწოდებდენ, ისინი, განსაკუთრებით პუტინი მოითხოვდა ჩემს საქართველოში დაჭერას და გასამართლებას
არცერთი ქვეყანა რუსეთის გარდა არ აღიარებს და ცნობს ჩემს ბრალეულობას და ჩემს მიმართ გამოტანილ განაჩენებს. Მე მინდოდა საქართველოსი დაბრუნება, მაგრამ ცუდი დრო დაემთხვა – ცოტა ხანში რუსეთმა ომი დაიწყო უკრაინასთან. არც ის არის გამორიცხული, რომ ვიღაც ადამიანები, ვინც ჩემს დაბრუნებას გეგმავდა 2021 წლის ოქტომბერში, რუსეთის შემოგზავნილი აგენტები იყვნენ” –  განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ავიაბილეთები

 

იტვირთბა....