Mars-სა და Snickers-ის ამერიკელი მწარმოებელი, პროდუქციაში პლასტმასის აღმოჩენის გამო, შოკოლადს გერმანიის ბაზრიდან გაიწვევს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
“დარწმუნებულნი არ ვართ, რომ პლასტმასი Snickers-ის მხოლოდ ამ ნაწილში იყო, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება ბაზრიდან გაწვევის. ჩვენ არ გვინდა ისეთი პროდუქტი, რომელიც ჩვენს მიერ დაწესებულ ხარისხის მოთხოვნებს ვერ უპასუხებს.” – ასეთი პოზიცია აქვს გერმანულ მხარეს.
რაც შეეხება საქართველოს ბაზრის დაცვის თემას, როგორც საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში “მეტრონომს” განუცხადეს, შესაბამისი რეაგირებისთვის სააგენტო ჯანმრთელობის და მომხმარებელთა დაცვის გენერალური დირექტორატის ევროკომისიის სწრაფი განგაშის სისტემიდან (RASFF) იღებს შეტყობინებას, რაც ამ დრომდე არ ყოფილა. უწყებაში ამბობენ, რომ თუ მსგავსი დირექტივა მიიღეს, შოკოლოდას ამოღება ბაზრიდან მოხდება.