კომუნალურ ვაუჩერებს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებსაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში 200 ათას ქულაზე ნაკლები აქვთ, – ამის შესახებ მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გელა ჩივიაშვილმა განაცხადა.
“დიდი ხანი მიდიოდა ამაზე მსჯელობა, მათ შორის მთავრობის ეკონომიკურ საბჭოში, საკრებულოში და გასულ კვირას უკვე შევიდა მერია საკრებულოში ინიციატივით, რომ იმ ოჯახებმა მიიღონ კომუნალური ვაუჩერები, ვისაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში 200 ათას ქულაზე ნაკლები გააჩნია, ესენი არიან ოჯახები, რომლებიც ყველაზე მეტად შეჭირვებულები არიან და რეალურად სარგებლობენ არამარტო კომუნალური სუბსიდიის, არამედ სხვა მერიის სოციალური პროგრამებითაც. თუ მიიღებენ 200 ათას ქულაზე ნაკლებს, რაც საკმაოდ მაღალია ისინი ყველა ისარგებლებენ ამ შეღავათით. ამ მიმართულებით თანხები მიზნობრივად და ეფექტურად იქნება გადანაწილებული”.- განაცხადა ჩივიაშვილმა.