aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ დაიღუპა სააკაშვილი, მისი გარდაცვალების მიზეზი უკვე გამზადებული აქვთ… თუმცა, არსებობს მეორე ვერსიაც“ – გიორგი გუგავა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ლევან ჯავახიშვილიალიას“ ესაუბრება “ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა მიხეილ სააკაშვილის და “ნაციონალური მოძრაობის” გარშემო საუბრობს.

-ბატონო გიორგი, „ნაციონლებში“ ერთმანეთს კომპრომატებით ებრძვიან, ძვირადღირებული საჩუქრების გამომზეურება, ფარული ჩანაწერების გავრცელება… რას იტყვით ამაზე?

– ანდაზაა ასეთი, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო.  როგორც ჩანს, ძველ ჩვევებზე უარს ვერ ამბობენ, ისევ კომპრომატებით და ფარული ჩანაწერებით ცდილობენ ერთმანეთის დისკრედიტირებას. რასაც ადრე სხვებს უკეთებდნენ, ახლა ერთმანეთზე გადავიდნენ. პოლიტიკური გზის გასაკვალად, კვლავ ამ უზნეო ხერხს მიმართავენ. რელურად, ეს ფაქტები, რაც ამ პარტიაში მიდის, მისი განადგურების პროცესია. თავად ანადგურებენ პარტიას და ასეთ დროს, არ უნდა ჩაერიო მათ საქმეში. თავიანთი ლიდერი, სააკაშვილი გაწირეს და ფეხებზე დაიკიდეს. მანამდე ხალხი მოატყუეს, დადებული პირობა არ შეასრულეს, რომ ბოიკოტის ერთგულნი დარჩებოდნენ და პარლამენტში არ შევიდოდნენ.  მერე ადგნენ, შევიდნენ პარლამენტში და დემოკრატიული არჩევნების საფარველი შუქმნეს ხელისუფლებას. საბოლოოდ, ეს ყველაფერი, ეს დაპირისპირება  დასრულდება „ნაცმოძრაობის“ დაშლით.

– „ხალხის ძალა“, რომელიც „ქარუთული ოცნების“ მესიჯებს ახმოვანებს, იმასაც აცხადებს, რომ  სააკაშვილის მოკვლა ევროპას და ამერიკას უნდათ, მათ ინტერესებში შედის.  ამაზე რას იტყვით?

– აქ შეგვიძლია ორი ვერსია განვიხილოთ. ერთი, რომ სააკაშვილის შესაძლო გარდაცვლების შემთხვევაში, წინასწარ იზღვევენ  თავს, რომ ეს  სხვას გადააბრალონ, ამერიკას და ევროპას დასდონ  მის მკლელობაში ბრალი. აქედან გამომდინარე, თვითონ უნდათ პილატესავით ხელები დაიბანონ. მოკლედ, ღმერთმა დაიფაროს და თუ დაიღუპა სააკაშვილი, მისი გარდაცვალების მიზეზი,  ვერსია უკვე გამზადებული აქვთ. მეორე ვერსია შეიძლება იყოს ის, რომ  ამით მისი გათავისუფლების საფუძველს ამზადებენ. გაუშვებენ სამკურნალოდ უცხოეთში, გადაუვადებენ სასჯელის მოხდას და შესაძლოა, პრეზიდენტსაც შეაწყალებინონ.  მერე იტყვიან, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ, რადგან ევროპა და ამერიკა პროვოკაციას ამზადებდნენ და სააკაშვილის მოკვლას აპირებდნენ.  ამით გააჩუმებენ იმ ხალხს, „ქართული ოცნების“ მომხრეებს, ვინც მოითხოვს, სააკაშვილმა სასჯელი  ბოლომდე მოიხადოს და არც სამკურნალოდ გაუშვან უცხოეთში.  ორივე შემთხვევაში, ეს არის კრემლში დაწერილი ნარატივი. მთელი მსოფლიო  ვლადიმერ პუტინზეა  აღრენილი, პუტინს ადანაშაულებენ  ბავშვების მკლელობაში, არაკონვენციური ომის წარმოებაში, მშვიდობიანი მოსახლეობის  დახოცვაში.  ახლახან  დნიპროში საცხოვებელი კორპუსი დაბობეს და უამრავი ადამიანი დაიღუპა და დასახიჩრდა. აქვე  გავიხსენოთ ლიტვინენკოს, მამა- შვილ  სკრიპალების მკლელობები, პუტინის შეკვეთილი მრავალი სხვა დანაშაული არსებობს, ყველას რა გაიხსენებს. ახლა  სარკისებრად შემოატრიალეს ეს. ყველამ კარგად იცის, სააკაშვილის სიკვდილი ვინმეს თუ გაახარებს, ეს პუტინი იქნება და სერიოზული, საფუძვლიანი ეჭვიც არსებობს, რომ ის რუსული სპეცსამსახურების მოწამლულია. ამ ფონზე, ეს ვირეშმაკები, ეს „ხალხის ძალა“ ევროპისკენ და ამერიკისკენ იშვერს ხელს, უსინდისოდ აცხადებენ, მათ შეუძლიათ, მათთვის არასასურველი პირი მოიშორონ თავიდან საკუთარი პოლიტიკური  მიზნებისთვისო. აი, ასეთი მზაკვრული პიარი ააგორეს და ადამიანის სიცოცხლით თამაშობენ. ეს ძალიან საშიში განცხადება იყო  და ამის გამო ისინი პასუხს აგებენ.

 

იტვირთბა....