aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მოყვეს, რაზე ესაუბრა ნაყოფია კეზერაშვილს, რატომ არ უნდოდა სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად – ხაბეიშვილი მელიაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ნაციონალური მოძრაობის“ ტავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა ნიკა მელიაზე მორიგი იერიში მიიტანა.

მან ენმ-ის მოქმედ თავმჯდომარეს მოუწოდა, საზოგადოებას მოუყვეს, რაზე ისაუბრეს კობა ნაყოფიამ და დავით კეზერაშვილმა.

„როცა ლაპარაკობს, კეზერაშვილმა რომ მოსთხოვა კობა ნაყოფიას გადადგომა, მაშინ კობა ნაყოფიამ რომ თქვა, რომ აგერ რამდენიმე კვირის წინ შეხვდა დავით კეზერაშვილს ორჯერ, რაზე ისაუბრეს, ეს მოუყვეს საზოგადოებას და მეორე, რატომ იყო წინააღმდეგი მიშა სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობიდან ყოფილიყო პრემიერმინისტრის კანდიდატი და რატომ იმუქრებოდა პარტიიდან წასვლით. მე, ჩემს მეგობრებს, ჩემს თანამებრძოლებს, გვქონდა კონკრეტული პრეტენზიები პარტიის ჯერ კიდევ მოქმედ თავმჯდომარესთან, რომელიც უკავშირდებოდა საქმიან პრეტენზიებს. პირველი, რატომ ასეირნებდა ასიათასობით ადამიანს რუსთაველზე და რატომ არ მოქმედებდა 2022 წელს. ებღაუჭება სკამს, რომელი პარტიაც არის მიშა სააკაშვილი და მის პარტიაში ებღაუჭები ჩაჭიდებული ხარ ამ სკამს, იმსახურებს ეს ხალხი, რატომ იყავი წინააღმდეგი მიშა სააკაშვილის პრემიერობის. რაც შეეხება, მანქანის ჩუქებას, ფუფუნების საგნებს, ძვირადღირებულ ავტომობილებს, ეს მას აწუხებს, ვინ აჩუქა, ვინ უთხრა, ეს არაა ჩემი საქმე, არც მაინტერესებს, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

იტვირთბა....