ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ…

ამერიკა და რუსეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuter ავრცელებს.

აღნიშნული შეთანხმება 27 თებერვლიდან ამოქმედდება. პირობების მიხედვით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ ვრცელდება დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოზე”.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აშშ-სთან მიღწეული შეთანხმება დრამატულად შეცვლის სირიაში სიტუაციას.

როგორც ცნობილია, შეთანხმება ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და პუტინს შორის სატელეფონო საუბრისას შედგა.

იტვირთბა....