ებრაელი ინვესტორები საქართველოში 100 მილიონ დოლარზე მეტის ინვესტიციას გეგმავენ. საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი, იციკ მოშე ტურიზმის სექტორში ებრაელი ინვესტორების დიდ დაინტერესებაზე საუბრობს.
როგორც იციკ მოშემ გადაცემა “ბიზნესკონტაქტს” განუცხადა, საუბარია 6 პროექტზე, საიდანაც 5 თბილისის მერის, დავით ნარმანიას ისარელში ვიზიტისას დაიგეგმა. პროექტებს შორისაა: სასტუმრო “გერგეთი”, სასტუმრო Art Hotel, სასტუმრო-ბუტიკი “რუსთაველი”; სასტუმრო აპარტამენტები და ბიზნეს ცენტრი.
“ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით 100 მილიონ დოლარზე მეტია, რომლის 40% “რიქსოსის” პროექტის საინვესტიციო ღირებულებაა. ისრაელიდან აღმოსავლეთ ევროპაში ინვესტორები არ გადიან. მთელი წლის განმავლობაში ერთი ინვესტორიც რომ ჩამოვიდეს საქართველოში ისრაელიდან, ჩათვალეთ, რომ საქართველო გახდება წამყვანი ქვეყანა ებრაელი ინვესტორებისთვის”. – აცხადებს იციკ მოშე.