ჯანდაცვა

ერთ კვირაში 4-დან 7 კგ-მდე დაიკლებთ: რეცეპტი, რომელსაც ექიმები სწრაფად დაკლებისთვის ნიშნავენ

წარმოგიდგენთ უსაფრთხო დიეტას, რომელსაც ექიმები პაციენტებს ოპერაციის წინ, სწრაფად დაკლების მიზნით უნიშნავენ. ამ დიეტით ერთ კვირაში 4-დან 7 კგ-მდე დაიკლებთ. დაგჭირდებათ:

6 ცალი ხახვი, რამდენიმე პომიდორი (გემოვნებით, შესაძლებელია დაკონსერვებულიც იყოს), საშუალო ზომის კომბოსტო, 2 მწვანე, დიდი ზომის ბულგარული წიწაკა, 1 კონა ნიახური, 1 კონა ოხრახუში, ხახვის წვნიანის პაკეტი (სურვილის შემთხვევაში).

დაჭერით ბოსტნეული წვრილად, ჩაყარეთ ქვაბში და დაფარეთ წყლით. დაამატეთ მარილი, წიწაკა, წვნიანის პაკეტი,  ცხარე სოუსი. ხარშეთ მაღალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და დაბალ ცეცხლზე ხარშეთ მანამ, სანამ ბოსტნეული არ დარბილდება.

მნიშვნელოვანია, რომ ამ დიეტის დაცვისას არ მიიღოთ ალკოჰოლი, რადგან ალკოჰოლი ხელს უშლის ცხიმების წვის პროცესს.

ეს წვნიანი უნდა მიირთვათ ყოველდღე და იმ სიხშირით და რაოდენობით, როგორც მოგესურვებათ. უფრო მეტიც, რაც მეტს მიირთმევთ ამ წვნიანს, უფრო მეტად დაიკლებთ წონაში.

1 დღე- წვნიანთან ერთად შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი ხილი, გარდა ბანანისა.

2 დღე-წვნიანთან ერთად მიირთვით ნებისმიერი სახის ბოსტნეული. უმჯობესია ბოსტნეული უმი იყოს.

3 დღე-წვნიანი, ხილი, ბოსტნეული.

4 დღე-წვნიანი, ბოსტნეული, ხილი და სამი ბანანი.

5 დღე- მოხარშული საქონლის ხორცი და პომიდორი წვნიანთან ერთად.

6 დღე- წვნიანი, ძროხის ხორცი და ბოსტნეული (განსაკუთრებით ფოთლებიანი).

7 დღე-ბრინჯი, ხილის წვენი, ბოსტნეული და წვნიანი.

იტვირთბა....