ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ორივე ქვემო კიდური აქვს დამწვარი” – როგორია კელიაში დამწვარი მღვდლის მდგომარეობა ამ წუთებში

გე­ლა­თის მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვა­რი, იო­სებ ბურ­ჯა­ნა­ძე, რო­მელ­მაც კე­ლი­ა­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის დროს, სხე­ულ­ზე დამ­წვრო­ბა მი­ი­ღო, ქუ­თა­ი­სის კლი­ნი­კი­დან თბი­ლი­სის დამ­წვრო­ბის ცენ­ტრში გად­მო­იყ­ვა­ნეს.

დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის, გუგა ქა­ში­ბა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მას კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნი­სას სხე­უ­ლის 50%-იანი დამ­წვრო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

“პა­ცი­ენ­ტი შე­მო­ვი­და 50% დამ­წვრო­ბით, ორი­ვე ქვე­მო კი­დუ­რი აქვს დამ­წვა­რი. გად­მოყ­ვა­ნი­ლია ქუ­თა­ი­სი­დან კა­ტას­ტრო­ფის ბრი­გა­დით. ძი­რი­თა­დად, დამ­წვა­რი აქვს ქვე­და კი­დუ­რე­ბი, მუც­ლი­სა და წე­ლის მი­და­მო. 50%-დან და­ახ­ლო­ე­ბით, 30% არის მე­სა­მე ხა­რის­ხის. მო­თავ­სე­ბუ­ლია დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის რე­ა­ნი­მა­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში“, – გა­ნა­ცხა­და გუგა ქა­ში­ბა­ძემ.

იტვირთბა....