საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირკაშვილი ჩეხეთში სასწავლებლად მყოფ ქართველ სტუდენტებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა ორსაათინი იყო და სტუდენტებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე პასუხი ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებისაგან, ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსისგან მიიღეს.
პრემიერ-მინისტრი სტუდენტებს ქვეყნაში მიმდინარე ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და საგარეო პოლიტიკაში გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა.
სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია განათლების სფეროში დაგეგმილმა რეფორმამ. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ რეფორმის წინაპირობა იქნება სახელმწიფო შრომის ბაზრის ფუნდამენტური კვლევა, რომელსაც მთავრობა ჩაატარებს.
საქართველოს მთავრობის მეთაური ჩეხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს.