ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მითხრეს, შენ მოკალიო”: ფონიჭალაში მომხდარი საზარელი შემთხვევა და მამის დაკითხვის დეტალები

ფონიჭალაში სასტიკად მოკლული ნინა რომანაძის მეუღლის, ოთარ მამფორიასთვის უცნობია მომხდარის დეტალები. იგი მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ვერანაირ ვერსიას ვერ განიხილავს. ის მთელი ღამე დაკითხვაზე იმყოფებოდა. ამბობს რომ სამართალდამცველები სთავაზობდნენ ეღიარებინა თითქოს მან მოკლა საკუთარი მეუღლე და შვილი. ამბობს, რომ მისთვის უცნობია რა ვითარებაში მოკვდა შვილი და მეუღლე. მან ამ საზარელი ფაქტის შესახებ სამსახურში გაიგო. ოთარ მამფორია ამბობს, რომ მას სამართალდამცველები ეუბნებოდნენ, თითქოს იგი სამსახურიდან გავიდა სახლში, მოკლა მეუღლე და შვილი და ისევ დაბრუნდა. შსს-ში ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებს არ ასაჯაროებენ.

როგორც ოთარ მამფორია ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, მან მეუღლე და შვილი სახლში დილით მძინარე მდგომარეობაში მყოფი დატოვა, უფროსი შვილი, 8 წლის ბიჭი სკოლაში წაიყვანა და თვითონ სამსახურში წავიდა. თავიდან მასაც ყაჩაღობის ვერსია ეგონა, თუმცა ფული და ოქროულობა ადგილზეა. ქმარი გამორიცხავს რომ ცოლს მძარცველებისთვის წინააღდეგობა გაეწია და ამიტომ დარჩენილიყო თანხა და ძვირფასეულობა ადგილზე.

ოთარ მამფორიას სიტყვებით: „სამართალდამცველებმა რომ ვერაფერი გაიგეს, ბოლოს მითხრეს, შენ მოკალიო. არა-მეთქი. თქვენ ხომ არ მოკალითო, მკითხეს. ვერაფერს ვერ გვაძლევ ხელჩასაჭიდსო, მტერი, გიჟი რომ გყავდათ უბანში, ან სანათესაოში და მაგიტომო. არა-მეთქი. მერე გამორიცხეს ეს. „

საზარელი ორმაგი მკვლელობის მოტივი უცნობია ასევე ოჯახის სხვა წევრებისთვის და მეზობლებისთვის. ხმაური არავის არ გაუგია. ოჯახის წევრები მაინც არ გამორიცხავენ ვერსიას, რომ შესაძლოა მოხდა თავდასხმა ყაჩაღობის მიზნით, ქალბატონმა თავდამსხმელებს წინააღდეგობა გაუწია და ამიტომ მოხდა მკვლელობა.

მოკლულის მეუღლის ძმა, გიორგი მამფორია აცხადებს, რომ ოჯახს მტერი არ ჰყავდა. მისთვის ყაჩაღობის ვერსია უფრო დამაჯერებელია. ის ფაქტი, რომ წაღებული არაფერია ოჯახიდან, გიორგი მამფორიასთვის ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ მძარცველებმა ვერ იპოვეს.

შსს ამ ეტაპზე არანაირ ინფორმაციას არ ავრცელებს. თუმცა, შესაძლოა მათ მიერ ერთ-ერთ ვერსიად შურისძიება განიხილებოდეს. ამ ვერსიას კი მოკლულის მეუღლე კატეგორიულად გამორიცხავს, რადგან აცხადებს, რომ მტერი არ ჰყვადათ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დღის 12 საათზე 35 წლის ქალს ყელი გამოჭრეს, ხოლო 3 წლის გოგონა დაწვეს. შემთხვევას უფროსი შვილი, 8 წლის ბიჭი გადაურჩა, რომელიც სკოლაში იყო. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით მუშაობს.

 

იტვირთბა....