ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ეროვნული მუზეუმის წულუკიანის მიერ დანიშნული დირექტორის მოადგილე თანამდებობას ტოვებს

ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე თეონა ჯაყელი, რომელიც ამ პოსტზე კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის დროს დაინიშნა, თანამდებობას ტოვებს.

“პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გამოცხადებული ნდობისთვის სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე დანიშვნასთან დაკავშირებით.

მოცემულ პოზიციაზე მუშაობის ურთულესი თვეების მანძილზე ჩემი კურატორობით მიმდინარეობდა მასშტაბური საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტები, სადაც საქართველოს ეროვნული მუზეუმის პროფესიონალების გუნდთან ერთად დაიდო საინტერესო შედეგები.

მოცემულ ეტაპზე კულტურის მინისტრის ხედვა მუზეუმის ინსტიტუციურ განვითარებასა და საკადრო პოლიტიკაზე არ ემთხვევა ჩემს პროფესიულ ხედვას. აღნიშნულიდან გამომდინარე ვტოვებ გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას”, – წერია განცხადებაში, რომლის ასლიც რადიო თავისუფლებას მიწოდეს.

იტვირთბა....