ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი სასამართლო პროცესზე, სადაც ის მოწმის სახით იკითხებ, აცხადებს რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს ნევროლოგიური, ფსიქოლოგიური და გასტროენტეოროლოგიური პრობლემები.
მათ შორის დაუზუსტებელი დემენცია, რომელსაც კლინიკა ვივა მედის ექიმებიც ეთანხმებიან.
მისივე ინფორმაციით, “ვივა მედში” შეყვანის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს 37%-იანი წონის კლება აქვს და ის გრძელდება:
“წონაში კლება კვლავ გრძელდება. ნოემბრის დოკუმენტაციაც შევისწავლე და 20 დეკემბრამდე წონაში კლება გრძელდება, ასევე გრძელდება ტემპერატურული რეაქცია. მას თავდაპირველი წონიდან უკვე 42 კილოგრამი აქვს დაკლებული. 115 კილოგრამი იყო და 104 კილოგრამი იყო, როდესაც კლინიკა „ვივამედში“ შევიდა. გამოდის, რომ დღეის მდგომარეობით, კლინიკა ვივამედში შესვლიდან, წონის კლება 37% და 30%-ია. რა თქმა უნდა, ეს არის კახექსია…
რაც შეეხება დემენციის დიაგნოზს და მის ნევროლოგიურ მდგომარეობას, პატიმრის დატოვება სასჯელაღსრულების სისტემაში, ჩემი მოსაზრებით, არასათანადო მოპყრობად განიხილება და ვფიქრობ, რომ დანაშაულია. არ შეიძლება მისი ყოფნა ჰუმანიტარული თვალსაზრისით სამედიცინო სტანდარტებიდან გამომდინარე, დიაგნოზებიდან გამომდინარე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში წერია.
ადამიანი ერთი წელიწადია პრაქტიკულად ქვაბით სვამს წამლებს და ამას თუ ჰქვია სასჯელის მოხდა, არ ვიცი“, – აცხადებს ჯიშკარიანი.

