დონეცკის ოლქის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის 13 დასახლებული უბანი დაბომბეს, – დაზიანდა სკოლა, საცხოვრებელი კორპუსები და საავადმყოფო, დაიღუპა ერთი ადამიანი.
“რუსების სამიზნე იყო სახლები, ქარხანა, სკოლა და საავადმყოფო – პოლიციამ დააფიქსირა 36 სარაკეტო დარტყმა დონეცკის რეგიონში. დღის განმავლობაში ცეცხლის ქვეშ 13 დასახლება მოექცა. რუსულმა არმიამ მოკლა და დაჭრა მშვიდობიანი მოქალაქეები“, – წერია უწყების ანგარიშში.
მათივე ინფორმაციით, ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს შემდეგ ქალაქებზე: ავდიივკა, ბახმუტი, კრამატორსკი, ჩასივ იარი, ნოვოსილკა, კომიშივკა. ასევე დაარტყეს სოფლებს ბერდიჩის, კრასნოჰორივკას, ვესელეს, იაგიდნეს, ვრემივკას, კარლივკას და სევერნეს.