ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მერაბ კოსტავამ პატრიარქი ამხილა და მისი გადაყენება უნდოდა” – რა მოხდა 1989 წლის 6 იანვარს?!

საფრანგეთში მოღვაწე სასულიერო პირმა, გიორგი სხილაძემ „თაიმერთან“ ინტერვიუში ეროვნული მოძრაობის ლიდერის, მერაბ კოსტავასა და საქართველოს პატრიარქის შესახებ ისაუბრა.

მამა გიორგი სხილაძე იხსენებს, რომ მას შემდეგ, რაც კოსტავამ პატრიარქის მამათმავლობის შესახებ გაიგო, მას მიტინგებზე ხალხის გამოყვანა და პატრიარქის გადაყენება უნდოდა.

“1989 წლის 6 იანვარი იყო, შობა თენდებოდა, როცა მერაბ კოსტავამ პატრიარქი ამხილა და მისი გადაყენება უნდოდა, თუმცა, ზვიად გამსახურდიამ უთხრა: “შობის დღესასწაულს ნუ ჩავამწარებთ ქართველ მრევლსო”. მერაბს უნდოდა ხალხი გამოეყვანა და მამათმავალი პატრიარქი გადაეყენებინა. მანამდეც ბევრი შემთხვევა იყო. შევარდნაძემ, რომ შიოლაშვილი პატრიარქად დასვა, მაშინ მან პირველი ორი სასულიერო პირი ვინც ეპისკოპოსად აკურთხა, იოანე ანანიაშვილი და ნიკოლოზ მახარაძე იყვნენ. ანანიაშვილი სენაკში გაუშვა, მახარაძე კი აფხაზეთში. ორივე მამათმავალი იყო. იცის ეს საზოგადოებამ?! თავიდანვე მფარველობდა მამათმავლებს, რადგან თვითონაც ასეთი იყო. მიტროპოლიტმა შიო ავალიშვილმა ამხილა მამათმავლობაში ეს ეპისკოპოსები. მაშინ, წესიერმა სასულიერო პირებმა, ამ ორი ეპისკოპოსის განკვეთა მოითხოვეს. პატრიარქმა იძულებით, მაგრამ ბოლოს მაინც განკვეთა და ხარისხი ჩამოართვა. მამათმავალი იოანე ანანიაშვილი, წმინდა გაბრიელის გვერდზე დაკრძალა და საფლავის ქვაზე მიაწერა, “მთავარეპისკოპოსი იოანე ანანიაშვილი”. განკვეთილს დააწერა მთავარეპისკოპოსი! იგივეა, გენერალი სამშობლოს ღალატისთვის გაასამართლონ და გარდაცვალების შემდეგ, სამხედრო სასაფლაოზე დაკრძალონ, თან, საფლავის ქვაზე გენერალი დააწერონ, ეს ხომ დაუშვებელია?! ყოფილი მთავარეპისკოპოსი მაინც დაეწერა! თბილისში, სანაპიროზე წმინდა ნიკოლოზის ტაძარში, საკურთხევლის უკან, წმინდა ადგილზე დაკრძალა თავისივე განკვეთილი მიტროპოლიტი, ნიკოლოზ მახარაძე. რა დონის მკრეხელი და მამათმავალია იცით?! სიცოცხლეში ხომ მფარველობს მამათმავლებს და სიკვდილის შემდეგაც მფარველობს და საფლავებზე უწერს ტიტულებს. იმდენად უსირცხვილო და უზნეოა, არც ღმერთის ეშინია და არც ხალხის სრცხვენია! ჩვენი ერი იმყოფება უდიდეს ტრაგედიაში, მაგრამ ეს არის სრულიად ლოგიკური, თავისივე ურჯულოებით დაიმსახურეს: ტაძრებს, რომ ანგრევდნენ, მღვდლებს ხვრეტდნენ, ასახლებდნენ, ყველა ქართულ ფილმში მღვდელს დასცინოდნენ და ა.შ. ამ ყველაფრის შემდეგ, წმინდა პატრიარქს ღმერთი ზეციდან გადმოგვიგდებდა?! ისრაელს არ უგდებდა ღმერთი წმინდანებს, ერისგან ირჩევდა მოსე. მოციქულები საიდან აირჩია უფალმა?! ადამიანებისგან! მთავარანგელოზები კი არ დაუყენებია მქადაგებლებად. პატრიარქსაც ღმერთი ირჩევს ადამიანებისგან, ერისგან. იმის შიშით, რომ ეკლესიამ მრევლი არ დაკარგოს და ერი არ დაიბნეს, ჩუმად ვერ ვიქნებით!”, – განაცხადა სხილაძემ.

იტვირთბა....