ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ძალიან უცნაური მოვლენაა, ასე არასდროს არავინ შემოსულა უკრაინაში ბელორუსიდან – მამულაშვილი ბელორუსში დაკავებულ ქართველზე

უკრაინაში მებრძოლი დანაყოფის ,,ქართული ლეგიონის” ხელმძღვანელი იმედს გამოთქვამს, რომ ბელორუსში საქართველოს მოქალაქის დაკავება მორიგი პროვოკაცია არ არის, რასაც მათ დანაყოფს უმზადებენ.

მამუკა მამულაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში საბრძოლველად წასული ადამიანს ინსტრუქციებს უტარებენ, რა გზით მოხვდეს ქვეყანაში და ეს მარშრუტი ბელორუსს არ მოიცავს.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა უკრაინაში წამომსვლელი ხალხისთვის ხელის შემშლელ პირობებს ქმნის.

ადამიანი, რომელსაც ქართულ ლეგიონში ანკეტა შემოაქვს და მოხვედრას ცდილობს, ყველას ელაპარაკებიან რეკრუტიზაციის ცენტრიდან, აფრთხილებენ, რა გზით უნდა წამოვიდნენ.

ამ შემთხვევაში არ ვიცი, ვისთან გვაქვს საქმე. რადგან ადამიანს რომ მოემართა ქართული ლეგიონისთვის, მას აუხსნიდნენ, რომ არავიტარ შემთხვევაში ბელორუსიდან არ უნდა წამოსულიყო.

ასე რომ, ძალიან უცნაური მოვლენაა, არ ყოფილა ასე არასდროს, არავინ შემოსულა უკრაინაში ბელორუსიდან.

იმედი მაქვს, ეს მორიგი პროვოკაცია არ არის ქართული ლეგიონის წინააღმდეგ – აცხადებს მამუკა მამულაშვილი.

ბელარუსში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ლუკაშენკოს კონტროლირებადი მედიის მტკიცებით, ის საომრად ბელორუსის გავლით უკრაინაში გადადიოდა და ეს მარშრუტი საქართველში უკრაინის საელჩომ შესთავაზა.

იტვირთბა....