ექსპერტი ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის გადადგომას გამოეხმაურა.
„ნაადრევად გიხარიათ პრორუსებს! ნერვები დაიმშვიდეთ, არესტოვიჩის გადადგომა თქვენ მოგებას არ ნიშნავს! “ – წერს ბატიაშვილი.
შეგახსენებთ, არესტოვიჩის გადადგომა 14 იანვარს რუსული ძალების მიერ ქალაქ დნიპროზე სარაკეტო თავდასხმის განხორციელებასთან დაკავშირებულ მის განცხადებას უკავშირდება. კერძოდ, არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა.

