ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წინა ხელისუფლებას სასამართლო დავა სტრასბურგში მე მოვუგე – ჯიშკარიანი სასამართლოზე

მარიამ ჯიშკარიანმა “ნაციონალურ მოძრაობას” სტრასბურგში დავა მოუგო. ამის შესახებ ცენტრ “ემპათიის” დირექტორმა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას შალვა ხაჭაპურიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ჯიშკარიანს ჰკითხა, არის თუ არა სიმართლე მის შესახებ გაკეთებული განცხადებები, რომ ის ენმ-ს მხარდამჭერია და პირდაპირ მხარეს წარმოადგენს.

ჯიშკარიანის თქმით, საქმე ეხება ენმ-ს მმართველობის პერიოდში წარმოებულ დავას და მაშინდელი იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომელმაც მარიამ ჯიშკარიანი დაადანაშაულა, რომ თითქოს მას ჯანმრთელი პატიმრები ციხეებიდან სამედიცინო დაწესებულებებში გადაჰყავდა.

“ემპათიის” დირექტორმა თქვა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში ეს მაშინ მინისტრის მხრიდან სიტყვის თავისუფლებად ჩათვალეს, რის შემდეგადაც დავა სტრასბურგში წავიდა.

“ნაციონალების მმართველობის დროს ვიჩივლე სტრასბურგში. 2018 წელს დასრულდა ეს საქმე და ევროსასამართლომ ჩემი სარჩელი დააკმაყოფილა და სტრასბურგი მოვიგე” – თქვა ჯიშკარიანმა.

იტვირთბა....