სამხედრო ანალიტიკოსი უჩა აბაშიძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
ის უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის გადადგომას გამოეხმაურა.
„რავი, გვყაავს ჩვენ ვინმე ეგეთი მმართველ ელიტაში რო ბოდიში მოიხადოს, ერთი ფეხის დაცურებისთვის
მართლა 1000-დან 1-ხელ დაუცურდა ეგრე რო “შეცდომა” იყო მართლა
და მერე გადადგეს?
განა რამე მარა, მართლა იმენა მთავრობა კი არა უზურპატორები გვყავს ჩვენ
წასვლას რო არც განიხილავენ არასოდეს, დემოკრატია რო ისე ესმით რო უნდა მოხვიდე და დაჯდე და აღარასოდეს მოშორდე
(წინა მთავრობამაც მასე გაიგო ეგ ბოლო წლებში, ამიტო მარტო ამათ არ ვაჯვამ) “ , – წერს აბაშიძე.
შეგახსენებთ, არესტოვიჩის გადადგომა 14 იანვარს რუსული ძალების მიერ ქალაქ დნიპროზე სარაკეტო თავდასხმის განხორციელებასთან დაკავშირებულ მის განცხადებას უკავშირდება. კერძოდ, არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა.

