ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი მზად არის სასამართლოს ჩაერთოს

მესამე პრეზიდენტის  დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მისი შვილი მზად არის, ხვალ ჩანიშნულ სასამართლო პროცესში მიიღოს მონაწილეობა.

“სასამართლოსთან დაკავშირებით, მზად არის, რომ ჩაერთოს.. ამბობს, რომ მზად არის. ჩემი აზრია, რომ ჯანმრთელობა არ აძლევს მას ამის შესაძლებლობას. არ ვიცი, ექიმების აზრი იქნება გადამწყვეტი, რა თქმა უნდა“ , – განაცხადა ალასანიამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული მორიგი სასამართლო პროცესი 17 იანვარს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.

იტვირთბა....