კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის“ დამფუძნებელი, შოთა აფხაიძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ სანქცირებულთა სიაში მის შეყვანას ეხმაურება და მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს:
“არ ვიცი, რა ნიშნით შემარჩიეს. მე არც ვარ რუსეთის მოქალაქე, ახლაც ლონდონში ვიმყოფები… ალბათ ზელენსკის რომ ვაკრიტიკებ, ეგ იყო მიზეზი.“ – აცხადებს შოთა აფხაიძე „ტვ პირველთან“
0ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის მიერ გამოქვეყნებილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკრაინა, სხვა პირებთან ერთად, სანქციებს უწესებს შოთა აფხაიძეს. შოთა აფხაიძე აღნიშნულია როგორც რუსეთის მოქალაქე.

