თბილისში, მშვიდობის ხიდის ქვეშ, მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ დროისათვის, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.


