საზოგადოება

დიეტა ზოდიაქოს მიხედვით – ასტროლოგები გვირჩევენ რა ვჭამოთ

ნებისმიერი ადამიანი გარკვეული ზოდიაქოს ნიშნისა და სტიქიის ქვეშ იბადება. სტიქია ოთხია: ცეცხლის, ჰაერის, მიწისა და წყლის. ცეცხლის სტიქიას მიეკუთვნება: ვერძის, ლომისა და მშვილდოსნის ზოდიაქოები; ჰაერისას – ტყუპები, სასწორი, მერწყული, მიწისას – კურო, ქალწული, თხის რქა; წყლის სტიქიას კი კირჩხიბი, ღრიანკალი და თევზები. გარდა იმისა, რომ ზოდიაქოს ნიშანი და სტიქია ადამიანის ხასიათს, თავისებურებებს და ა.შ. განსაზღვრავს, მნიშვნელოვანია ისიც, რომ გარკვეული სტიქიის ქვეშ დაბადებული ადამიანი შესაბამის კვებით რეჟიმსაც უნდა იცავდეს.

ცეცხლის სტიქია

საკვების მაქსიმალური რაოდენობა 14 საათამდე უნდა მიიღოთ. საჭმლის დიდი რაოდენობით მირთმევა დილით, დღის ცეცხლოვან ფაზაში, რეკომენდებული არ არის. ადამიანი საკუთარ ფაზაში კოსმოსური ენერგიით უნდა ივსებოდეს და არა კვებით. უმჯობესია, დილით მსუბუქად ან საერთოდ არ ისაუზმოთ.
ცეცხლის სტიქიის ქვეშ დაბადებული ადამიანის საკვები საკმაო რაოდენობის ცილას უნდა შეიცავდეს. ნუ გაანებივრებთ თავს შემწვარ-მოხრაკულით. უმჯობესია, მიირთვათ ცოცხალი ხილი, ბოსტნეული, დიდი რაოდენობით მწვანილი, კენკროვნები. ცხიმიდან ძირითადად მზესუმზირას ზეთი გამოიყენეთ. შეზღუდეთ ტკბილეულის, მწარე-ცხარეს მიღება. ასევე ზომიერად მიირთვით ყავა, ჩაი, ფაფები. უპირატესობა მწვანე ჩაის მიანიჭეთ. ერთდროულად ნუ შეჭამთ ცილოვან და ნახშირწყლოვან საკვებს. უარი თქვით მილისებურ სოკოებზე. მიირთვით ფირფიტოვანი ჯიშის მჭადა სოკო, ღვინო, მილისებური სოკოები ცეცხლოვანი ნიშნებისთვის კანცეროგენია, ფირფიტოვანი – არა. შიმშილი ახალი მთვარის მესამე დღეს შეგიძლიათ.

ჰაერის სტიქია

საკვების ძირითადი ულუფა დილით, 8-დან 10 საათამდე მიიღეთ. ეცადეთ, მზის ჩასვლის შემდეგ აღარ ჭამოთ. შიმშილი და განტვირთვის დღეები მთვარის 27-ე დღეს მოაწყვეთ. შეგიძლიათ მიირთვათ მოხარშული, მჟავე საკვები, მაგრამ არა მწარე. ტკბილეულისა და მარილიანის ჭამა ზომიერად დასაშვებია. ნუ გაგიტაცებთ კარტოფილი, ხაჭო, ყავა, სოკო, კიტრი, ყაბაყი და გოგრა. მიირთვით მწვანე ჩაი.

მიწის სტიქია

დღეში სამჯერადად იკვებეთ. დილით 7-8 საათზე, შუადღისას – 13-14 საათზე და საღამოს მზის ჩასვლის წინ. უმჯობესია, თუ ზამთარში ორჯერად კვებაზე გადახვალთ და მზის ჩასვლის წინ აღარ შეჭამთ. შიმშილი მთვარის მე-17 დღესაა რეკომენდებული. შეზღუდეთ ცხიმისა და რძის, ასევე თეთრი პურის, ფეტვის, ტკბილეულისა და მარილიანი საკვების მოხმარება. თამამად შეგიძლიათ რაციონში რძის პროდუქტების, ტკბილი ხილისა და ნებისმიერი ბოსტნეულის ჩართვა.

წყლის სტიქია

მზარდი მთვარის პერიოდში უმჯობესია, საკვების მაქსიმალური რაოდენობა დღის პირველ ნახევარში მიირთვათ. კლებადი მთვარის დროს კი – საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ. შიმშილი და განტვირთვის დღეების დაწყება მთვარის მე-11 დღიდან შეგიძლიათ, სავსე მთვარემდე სამი დღით ადრე. არაა რეკომენდებული ძეხვეულისა და შებოლილი პროდუქტების ჭამა. შეზღუდეთ თეთრი პურის, ჩაის, ყავის, ხახვისა და ნივრის მოხმარება. ძალიან კარგია ხილის წვენებისა და ცოცხალი ბოსტნეულის მიღება.

 

ETANEWS.GE

იტვირთბა....