ახალი ამბები მთავარი სამართალი

კასპში მამაკაცი დაჭრეს და მის გატაცებას ცდილობდნენ

„რუსთავი 2“- ის ცნობით, შემთხვევა თბილისი-ბათუმის ჩქაროსნულ ტრასაზე მაშინ მოხდა, როდესაც სატვირთო ავტომობილის მძღოლი საბურავის შეკეთებას ცდილობდა.

ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა, მას სავარაუდოდ, სანადირო თოფიდან ესროლა, შემდეგ კი მის გატაცებას ცდილობდა.

მამაკაცს ცეცხლსასროლ ჭრილობასთან ერთად დაზიანებები ყბა-სახის მიდამოებში აღენიშნება. ექიმების განცხადებით დაშავებულს კბილები აქვს ჩამტვრეული რაც ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის გამოწვეული.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა კასპის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. საქმესთან დაკავშირებით, დაკავებული არავინაა.

იტვირთბა....