ავღანეთში ყოველწლიურად ასობით ბავშვი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი. ოფიციალურმა სტატისტიკამ 2015 წელს ბავშვთა ტრეფიკინგის 170 შემთხვევა აღრიცხა.
ვიდეომასალაში ნაჩვენებია 11 წლის ბიჭი, რომელიც მშობლებმა ტერორისტებს მიჰყიდეს. ტერორისტებს მისგან კამიკაძის შექმნა სურდათ. ბიჭუნამ მოახერხა თავის დაღწევა. ვიდეოში ბიჭი აცხადებს, რომ მას შესთავაზეს კამიკაძე-ქამარი გაეკეთებინა და სამოთხეში მოხვდებოდა. ის პასუხობს, რომ არ უნდა სიკვდილი და თავად წავიდნენ სამოთხეში.
რადიო „თავისუფლება“