ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ გაინტერესებთ – პოლიტიკოსებს, თქვენი ანუ პოლიტიკური ახალი წელი როდის და რატომ იწყება…” – რას წერს გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

ის ქართველი პოლიტიკოსების უნიათობაზე საუბრობს.

“კვლევა ჩავატარე და აღმოვაჩინე, რომ ქართველი პოლიტოსები პოლიტიკური ახალი წლის დასაწყისად რამდენიმე თარიღს მიიჩნევენ:
1. 1 იანვარი – ეს კატეგორია აშკარად ბაჟე, საცივი, გოჭით აზროვნებს. ვერც კი ხსიან ამ თარიღს რატომ ასახელებენ;

2. 1 თებერვალი – არგუმენტად აქვთ, იანვარი მკვდარი თვეა;
3. 9 აპრილი – არგუმენტი – პოლიტიკური დუღილი იწყება (კუპრის ალბათ და კი უნდა ამოავლო ჩურჩხელასავით მანდ);
4. 1 სექტემბერი – არგუმენტი, არდადეგების შემდეგ ახალი შემართება ( აშკარად სკოლის ასაკში არიან ან სატელევიზიო სეზონს უხამებენ რუჯს);
რაც შეეხება მკვდარ სეზონებს, პოლიტიკაში ასეთად სახელდება – ზაფხული (ანუ სამი თვე), ზამთარი (ანუ აქაც სამი თვე), ნუ 9 აპრილს ახალი წლის მოზეიმეებისთვის მივამატოთ 1 თვეც (მარტი), ამ შვიდ თვეს დავამატოთ ხუთი აქტიური თვიდან – 150 დღე, შაბათი და კვირა – 42 დღე, დავამატოთ რელიგიური და საერო დღესასწაულები (გაზაფხულზე – აღდგომა, ანდრია პირველწოდებულის, ოჯახის სიწმინდის, დამოუკიდებლობის, დედის და ქალთა დღეები) დაახლოებით – 10-15 დღე. ესეც დაახლოვებით ჯამში ორი თვეა. გამოდის, რომ ქართველი პოლიტიკოსებისთვის 9 თვე მკვდარი ან საზეიმოა.
და მაინც, ხომ დარჩა “აქტიური” სამი თვე. აქაც მთავარია კითხვა: ამ აქტიურ სამ თვეში მუდამ
პასიურები რატომ არიან?
ისე, თუ გაინტერესებთ – პოლიტიკოსებს, თქვენი ანუ პოლიტიკური ახალი წელი როდის და რატომ იწყება, შემიძლია ტრენინგი ჩაგიტაროთ. უფასო არა!”

იტვირთბა....