ახალი ამბები

„შეუძლებელია ავიაბილეთი ასეთი იაფი იყოს“: რა უნდა გავითვალისწინოთ „ვიზეარის“ ბილეთის შეძენამდე

“ვიზეარმა” ქუთაისიდან 7 ახალი მიმართულებით: ბერლინი, მიუნხენი (მემინგემი), დორტმუნდი, მილანი, თესალონიკი, ლარნაკა და სოფია – 30-40 ევროდ ფრენების დაწყების შესახებ გამოაცხადა. ეს ინფორმაცია უმალვე აიტაცა სრულიად ინტერნეტმა და უამრავი ტყუილ-მართალიც დაიწერა. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ “ვიზეარის” მიერ გამოცხადებული ფასები სარეკლამო “ტრიუკია”, ზოგი ირწმუნება ეგეთი იაფი ბილეთი 2-3 ცალია და დანარჩენი უძვირესიო, ზოგიც კი ამტკიცებს aviabiletebi ბარგის და საკვების დამატების შემდეგ ძვირდებაო… რა ასაზრდოვებს ამ ეჭვებს და პესიმიზმს, ანუ სად გვატყუებს “ვიზეარი”?

kutaisi-berlin

ამ სურათის მიხედვით 4 ნოემბერს ქუთაისიდან ბერლინში გაფრენა 39.99 ევრო ღირს, მაგრამ იმის გამო რომ მე “დისკაუნტ კლუბის” წევრი ვარ 10 ევროთი ნაკლებს ვიხდი, ანუ ჩემთვის ბილეთი 29.99 ევრო ღირს. ფასდაკლება ვრცელდება ჩემს თანმხლებ კიდევ ერთ პიროვნებაზე. კლუბის წლიური საწევრო კი შეადგენს 30 ევროს. ეს დამატებითი დანახარჯი გამართლებულია თუ ხშირად მოგზაურობთ, ჩემს შემთხვევაში ერთი წლის მანძილზე 4-ჯერ ვისარგებლე, სულ 8 ფრენა – ორნი ვმოგზაურობდით და ბილეთებზე საერთო ჯამში 160 ევროს ფასდაკლება მივიღე.

სურათზე მონიშნულია Basic ფასი, მასში შედის შეძენილი ბილეთის უფასო ონლაინ “ჩეკინი” და ერთი უფასო ზურგჩანთა. თუ ონლაინ “ჩეკინი” არ გააკეთეთ და აეროპორტს პირდაპირ მიადექით, ადგილზე “ჩეკინი” 40 ევრო დაგიჯდებათ. დაიმახსოვრეთ, ამგვარი ავიაბილეთები ს უკან დაბრუნება შეუძლებელია, ასევე თარიღის შეცვლა ან სხვაზე გადაფორმება დამატებით ხარჯებს მოითხოვს.

ვებჩეკინის შემდეგ მიიღებთ აი ასეთ ბილეთს, რომელიც უნდა ამობეჭდოთ და თან იქონიოთ აეროპორტში რეგისტრაციისთვის.

V8B28Z_Mchedlidze

ტიპიური “ქართველი მომხმარებელი” შეიძლება ასე მოიქცეს, პირდაპირ იყიდის 30 ევროიან ბილეთს, არ წაიკითხავს წესებს და ინსტრუქციებს და კოპიტნარში აღმოაჩენს, რომ აეროპორტში ჩეკინისთვის კიდევ 40 ევრო უნდა გადაიხადოს. იქვე გაირკვევა, რომ “ჩემოდანი” უფასო ბარგის სტანდარტებში არ თავსდება და ჩანთის ჩაბარებისთვის კიდევ დამატებით 30 ან 40 ევრო სჭირდება. საბოოდ კი 30 ევროიანი ბილეთი 110 ევრომდე გაძვირდება. უკმაყოფილებები, პესიმიზმი, ჭორები და ეჭვებიც სწორედ ასეთი შემთხვევების შემდეგ ჩნდება.

მეორე ვარიანტი, ვთქვათ და ბერლინში გამგზავრება გსურთ 30 სექტემბერს:

rrrrrrr

ამ დღეს ბილეთის ფასი 89.99 ევროს შეადგენს და თუ კლუბის წევრიც არ ხართ თანხის სრულად გადახდა მოგიწევთ. შესაბამისად ამგვარი ფიქსირებული თარიღის მქონე მგზავრები სკეპტიკურად უყურებენ დაბალბიუჯეტიან მოგზაურობას. და თუ ბარგისა და ჩეკინის საფასურის აეროპორტში გადახდაც დაემატა, მგზავრს ვეღარასოდეს დააჯერებთ, რომ ის არ მოატყუეს. არადა იმ შემთზვევაში თუ ბერლინში გამგზავრება ერთი კვირის შემდეგაც გაწყობთ, მაგალითად 4 ნოემბერს ბილეთის შეძენა სამჯერ იაფი დაგიჯდებათ და თუ ყველა წესს დაიცავთ 30 ევროზე მეტის გადახდაც არ დაგჭირდებათ.

მოკლედ დაბალბიუჯეტიანი ფრენები უფრო ხელსაყრელია მათთვის, ვისაც მკაცრად განსაზღვრული თარიღები არ ზღუდავს და შეუძლია მოგზაურობა იმ დღეებს მოარგოს, როცა დაბალფასიანი ბილეთები იყიდება.

ლარნაკა 9.99 ევრო:

eeeeeeeeeeeeee

გაითვალისწინეთ: Basic ფასის შემთხვევაში სისტემა თავად ირჩევს თქვენი განთავსების ადგილს და სავარძელი შეიძლება შეგხვდეთ როგორც თვითმფრინავის წინა, ასევე უკანა ნაწილში.

ererere

მაგრამ გაქვთ საშუალება თქვენთვის სასურველი ადგილი აირჩიოთ, რაშიც დამატებით ფული უნდა გადაიხადოთ. ჩემს შემთხვევაში თვითმფრინავის პირველი ადგილი 10 ევროიან ბილეთს 8 ევროთი აძვირებს. თუმცა არის 3-4 ევროიანი კარგი ადგილებიც.

rtrtrtrtrtrtr

ასევე, თუ 3 საათიანი ფრენის დროს კვების სურვილი გაგიჩნდებათ დამატებითი თანხის გადახდა მოგიწევთ. თუმცა შეგიძლიათ სახლიდან მშრალი საკვები ზურგჩანთით წაიღოთ, ხოლო წყალი აეროპორტის “დუტიფრიში” შეიძინოთ და ასე დანაყრდეთ თვითმფრინავში.

გაცილებით მეტი სერვისი შედის Plus ვარიანტში, კლუბის წევრების ფასდაკლება მასზეც ვრცელდება და თითქმის გასსამაგებულ ფასში თქვენ მიიღებთ თარიღის შეცვლის უფლებას, აეროპორტში ჩეკინს, თვითმფრინავის სავარძლის უფასოდ არჩევას საშუალებას, 32 კილოგრამიანი ბარგისა და ზურგჩანთის გადატანის შესაძლებლობას და თვითმფრინავში პრიორიტეტულ (ურიგოდ) ჩასხდომას.

rrrrrr

იმისთვის, რომ დაბალფასიანი ბილეთის შეძენა შეძლოთ უნდა იმოქმედოთ ასე:

ხშირად შეამოწმეთ ვიზეარის ვებსაიტი და ეძებეთ ყველაზე დაბალფასიანი დღეები. მაგალითად ბერლინის შემთხვევაში 30 სექტემბერი 90 ევრო ღირს, ხოლო 4 ნოემბერი 30 ევრო.

  1. თქვენი მოგზაურობა მოარგეთ დაბალფასიანი ავიაბილეთები თარიღებს.
  2. ბილეთის შეძენისას არ დაამატოთ არცერთი ფასიანი სერვისი, თუ ის არ გჭირდებათ. მაგალითად კაბინის დიდი ბარგი, ან ჩასაბარებელი 32 კილოგრამიანი ბარგი.
  3. აირჩიეთ ვებჩეკინი და გაფრენამდე 1 თვის მანძილზე (გაფრენამდე 3 დღით ადრე) შეასრულეთ ჩეკინი და ამობეჭდეთ ბილეთები.
  4. ზურგჩანთა შეარჩიეთ ისე, რომ არ გადააჭარბოს უფასო ბარგის ზომებს, რომელიც მოცემულია ვიზეარის ვებსაიტზე.
  5. აეროპორტში რეგისტრაციისთვის მიბრძანდითფრენამდე 2 საათით ადრე და ყველაფერი კარგად იქნება 🙂

უსაფუძვლო ეჭვები და მოსაზრებები:

  • “შეუძლებელია aviabiletebi ასეთი იაფი იყოს”… შესაძლებელია, იმიტომ, რომ ბარგის და სხვა სერვისების არჩევითობის, ასევე ბიზნესკლასის არარსებობის გამო, თვითმფრინავში უფრო მეტი ადამიანითავსდება და 1 მგზავრის გადაყვანა გაცილებით იაფი ჯდება. ბილეთს კიდევ ისიც აიაფებს, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები იყენებენ მომსახურების სიმარტვითა და დაბალი ტარიფებით გამორჩეულ აეროპორტებს. ასევე ავიაკომპანიასთან არის დაკავშირებული სასტუმროებისა და ტრანსპორტის ქსელები, რაც სიიაფის ფორმულის შემადგენელი ნაწილია.
  • “თვითმფრინავები გაზზე გადაიყვანეს ალბათ”, ან კიდევ “პილოტებს და ბორტგამცილებლებს კაპიკებს უხდიან”… საწვავზე ხუმრობა გასაგებია, მაგრამ პერსონალის ანაზღაურება და მათი მუშაობის ხარისხი არასდროს დამდგარა კითხვის ქვეშ. ბორტგამცილებლები გაცილებით სასიამოვნოდ გამოიყურებიან და მუშაობენ, ვიდრე ჩვენში პრესტიჟულად ცნობილი ავიაკომპანიების პერსონალი, მაგალითად პილოტების პროფესიონალიზმსაც ვერაფერს დავუწუნებ, რადგან ყოველ ჯერზე სასიამოვნოდ ავფრინდით და დავფრინდით.
  • “თვითმფრინავები ჰყავთ ძველი და ამორტიზირებული”… ეს არგუმენტი სასაცილოა, რადგან ავიაკომპანია, რომელიც ევროპის დედაქალაქებში დაფრინავს, შეუძლებელია უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს არ აკმაყოფილებდეს. “ვიზეარის” ფლოტი შედგება “ეარბასის” ახალი ხომალდებისგან A320 და A321, რომლებიც რეგულარულად გადიან შემოწმებას ავიაფრენების უსაფრთხოების სამსახურებში.

წყარო: „მე მოგზაური-კახას ბლოგი”

 

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....