მთავარი პოლიტიკა

ვისი ლიკვიდაცია იგეგმება: მოროშკინა აცხადებს, რომ სააკაშვილი საქართველოში სისხლისღვრას გეგმავს

 

ორგანიზაცია “ძლიერი ქალი – ძლიერი სახელმწიფოს ” თავმჯდომარე, ლალი მოროშკინა გაზეთ “ასავალ – დასავალთან” საუბრისას აცხადებს, რომ „მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სისხლისღვრას გეგმავს, რამდენიმე პირის ლიკვიდაციას ამზადებს“, რადგან „არის რამდენიმე ადამიანი, ვინც მათ ხელისუფლებაში დაბრუნებას ყოველთვის ხელს შეუშლის. დასახეს გეგმა, რომ უნდა მოხდეს ამ პირთა ფიზიკური ლიკვიდაცია.“

როგორც ლალი მოროშკინა ამბობს: “ახლა იმის შესახებ თუ რატომ აღმოვჩნდი ამ სიაში, როგორც იცით ბოლო დღეებში სააკაშვილს სხვა პრობლემებთან ერთად უკრაინაში გაპრემიერების გეგმა საბოლოოდ ჩაეშალა და უკვე ღიად დაუპირისპირდა პოროშენკოს. ერთი სიტყვით უკრაინაში უმძიმეს სიტუაციაშია და ამაში დიდი წვლილი შეიტანა იმ სიუჟეტმაც რომელიც ახლახანს “ენტევეზე” გავიდა. ამ გადაცემაში მე მოვყევი 26 მაისზე, 7 ნოემბერზე, ციხის გენოციდზე, უკრაინის მრავალმილიონიანი აუდიტორიის წინაშე მისმა დანაშაულებრივი მოღვაწეობის გაშუქებამ  წყობიდან გამოიყვანა”, – აცხადებს მოროშკინა.

ლალი მოროშკინა სიის წევრებს არ ასახელებს, რადგან მისი თქმით, ის პროკურატურაში დაიბარეს და აპირებს ყველაფერი იქ განაცხადოს.

 

 

იტვირთბა....