ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კახეთში ავარია მსხვერპლით დასრულდა – არიან დაშავებულებიც

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა .

ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ნუკრიანი – ჩალაუბნის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე მოხდა.

თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი თოვლიან გზაზე მოცურდა და ხევში გადავარდა.

ავტომობილის ოთხი მგზავრიდან, 60 წლამდე ასაკის ქალი, ადგილზე გარდაიცვალა. ის სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვის სამსახურის თანამშრომელია.

მძიმედ დაშავდა ამავე სამსახურის კიდევ ერთი თანამშრომელი და ერთი მგზავრი. ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ექიმების თქმით, ერთი დაშავებულის მდგომარეობა, შედარებით მძიმეა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო.

იტვირთბა....