ფოთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს ახალგაზრდა ქალი დაშავდა. დაშავებული მერიის პრესსამსახურის თანამშრომელია, რომელიც მუნიციპალურ მანქანასთან იდგა და სტიქიის ამსახველ ფოტოებს იღებდა.
ქალს და მანქანას მოგლეჯილი ხე დაეცა. ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება. ფოთის ევექსის კლინიკიდან ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
მისი მდგომარეობა სტაბილურია.

