„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გია ბარამიძე ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ჩანაწერი არაავთენტიკურია.
„მე გამოვაქვეყნე ჩემი პოზიცია „ფეისბუქზე“, ვფიქრობ, ყველა ნორმალურ ადამიანს ეს პოზიცია აქვს. არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ როდესაც ვიღაც იწერს ადამიანს უკანონოდ, ეს არის ძველი, საბჭოთა კაგებეშნიკური საქციელი ნებისმიერი ხელისუფლების დროს. ეს ჩანაწერი, რომელიც შეკოწიწებულია სხვადასხვა ჩანაწერისგან, ყოველ შემთხვევაში, მისი ერთი ნაწილი ჩაწერილია 2017 წლამდე, შესაბამისად, ამ რეჟიმის მიერ არის ჩაწერილი. ვის აქვს ჩაწერის საშუალებები? ხელისუფლებას. ეს არის კაგებეშნიკობა, ვინც ამას უკანონოდ აკეთებდა, დღეს ჩვეულებრივი პუტინისტი ქოცობაა“, – განაცხადა ბარამიძემ.

