ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აჩიკო მეფარიძე მორიგ სკანდალში ეხვევა – მომღერალი მომჩივანის მოსყიდვას ცდილობდა

აჩიკო მეფარიძე ახალ სკანდალში ეხვევა. ირკვევა, რომ ძალადობაში დადანაშაულებული მომღერალი სავარაუდო მსხვერპლის მოსყიდვას ცდილობდა, რომ გამოძიება შეწყვეტილიყო.

ლელა ჯუღელი “პირველებთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ ცნობილი მომღერალი მას შუამავლების საშუალებით ეკონტაქტებოდა და მის მოსყიდვას ცდილობდა. ქალი თანხის რაოდენობას არ ასახელებს.

“ის მომეპარა არაკაცურად, დამესხა თავს, მუშტი მომიქნია, სილა გამაწნა, მემუქრებოდა, დაგამახინჯებ, არ გაოცხლებო. არსებობს ფოტო-მასალა, სადაც მაქვს დალურჯებული სახე და 5 თითი მეტყობოდა. მითვლიდა, რომ ფულს გადამიხდიდა, რომ საქმე არ გამეგრძელებია”, – ამბობს ჯუღელი.

თავად მომღერალი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ქალის მხრიდან პროვოკაციას აქვს ადგილი.

“9 თვე გავიდა, ინციდენტის დროს მე თურმე ვემუქრებოდი. ეს არის პროვოკაცია და არ ვიცი ამ ქალს რა ამოძრავებს, თვითონ გააკეთა ეს ყვეალფერი”, – ამბობს მეფარიძე.

ჭავჭავაძეზე მომხდარი ძალადობის ეპიზოდზე მსჯელობას სასამართლო ხვალიდან იწყებს. პროცესებს, დიდი ალბათობით, აჩიკო მეფარიძეც დაესწრება.

იტვირთბა....