ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჯერ ეს ერთი, წაყვანა-წამოყვანა, მე არ მეხება” – ურთქმელიძე მიხეილ სააკაშვილს სხდომებში მონაწილეობაზე

ჯერ ეს ერთი, წაყვანა – წამოყვანა, მე არ მეხება, პატიმარი არის საავადმყოფოში და თავად თქვა უარი – ასე უპასუხა პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ურთქმელიძემ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს შეკითხვაზე, რატომ არ მიჰყავთ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე.

პენიტენციური ამბობს, რომ კლინიკა ვივა მედი და მკურნალი ექიმი არ გასცემს მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირების ნებართვას, გარდა ამისა, მათივე თქმით, სასამართლო სხდომაზე დასწრებაზე უარს თავად მიხეილ სააკაშვილი ამბობს.

შალვა ხაჭაპურიძე პენიტენციურს მიმართავს, დაინტერესდნენ თუ არა იმ ფაქტით, რატომ ვერ ესწრება მიხეილ სააკაშვილი მაისის შემდგე მისივე სასამართლო პროცესებს.

მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომის დასაწყისში დღეს პენიტენციურის წერილი წაიკითხა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი სხდომას ვერც ფიზიკურად და ვერც დისტანციურად დაესწრებოდა. წერილს მოსამართლის თქმით, ხელს აწერს თავად მიხეილ სააკაშვილიც. მიზეზად კი მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა სახელდება.

სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობაზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო საქალაქოში ამ წუთებში მიმდინარეობს. დღეს კიდევ ორი ამერიკელი ექსპერტის გამოკითხვა იგეგმება. სასამართლოს ჩვენებას მისცემენ – ნობელის პრემიის ლაურეატი ექიმი, ჯეიმს კობი და გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი.

იტვირთბა....