ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სააკაშვილი ორ ბოთლ კონიაკს მიირთმევს დღეში და ამ ადამიანზე ამბობენ, რომ სიკვდილის პირასაა – მაჭარაშვილი

“ოცნებიდან ფორმალურად წასული” დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ მაგნიტსკის სიის ავტორის განცხადება სააკაშვილის სიის შექმნის შესახებ შეურაცხყოფაა საზოგადოებისთვის.

მაჭარაშვილს ამბობს, რომ არ სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი სიკვდილის პირასაა, რადგან მისი თქმით, მესამე პრეზიდენტი დღეში ორ ბოთლ კონიაკს მიირთმევს.

მისი უცხოელი ექსპერტიც კი ადასტურებს, რომ ის თურმე ორ ბოთლა კონიაკს მიირთმევს დღეში და ამ ადამიანზე ამბობენ, რომ არის სიკვდილის პირას. როდესაც საუბრობ, რომ ადამიანი კვდება და შენ თან ამბობ, რომ ის ჭამს კიდევაც და ალბათ შემდეგ ბოთლებსაც ესვრის კიდეც, ჩვენ ეს ვნახეთ საჯარო სივრცეში. ამის შემდეგ თქვენი კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ არიქა ახლა თურმე სააკაშვილი კვდება და იქ ბროუდერი რაღაც სიას ადგენს, საზოგადოებისთვის არის მინიმუმ შეურაცხყოფა”, – ამბობს მაჭარაშვილი.

იტვირთბა....