ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სამტრედიის შემდეგ, მთავარი ნაძვის ხე ქარმა ჩოხატაურშიც წააქცია

ჩოხატაურში ძლიერმა ქარმა მთავარი ნაძვის ხეც წააქცია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შეგახსენებთ, რომ ძლიერმა ქარმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.

როგორც უკვე ვწერდით, დუმბაძის ქუჩაზე, “გურია ნიუსის” ოფისის წინ ქარმა ხე მოთხარა და საქუჩო განათების ბოძი წააქცია.

ამ წუთისთვის ქარმა მეორე მრავალწლიანი ხეც მოგლიჯა.

ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

გზის აღნიშნული მონაკვეთი გადაკეტილია.

იტვირთბა....