ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თარჯიმნად მოწვეული პირი არის მიკერძოებული” – პენიტენციური ლევან მეტრეველის აცილებას ითხოვს

თარჯიმნად მოწვეული პირი არის ცალსახად მიკერძოებული და არსებობს აცილების საფუძველი – პენიტენციური სამსახური ლევან მეტრეველის აცილებას ითხოვს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებზე თარჯიმანია და ის ამერიკელი ექსპერტების ჩვენებებს თარგმნის. პენიტენციურის მტკიცებით, მეტრეველის საჯარო განცხადებები და წინა სასამართლო სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები მიკერძოებულია.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ შუამდგომლობა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მეტრეველი ექიმია და ოფიციალურად აქვს უფლება მოპოვებული, შეასრულოს თარჯიმნის ფუნქცია, ერთ-ერთი სათარმგმნელო ბიუროს მხრიდან.

გარდა ამისა, ხაჭაპურიძის თქმით, მეტრეველს სამედიცინო განათლება აშშ-ში აქვს მიღებული და კარგად იცნობს სპეციფიურ ტერმინოლოგიას, არ წარმოადგენს მხარეს და გაფრთხილებულია არასწორი, ან ცრუ თარგმანის შემთხვევაში, რა პასუხისმგებლობა დაეკისრება.

მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, თუმცა მეტრეველს მოუწოდა, საჯარო სივრცეში თავი შეიკავოს განცხადებებისგან სასამართლო პროცესების დასრულებამდე.

იტვირთბა....