ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

73 კილო იყო ამ დილით – ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის წონა 73 კილოგრამია – ამის შესახებ მისმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, პროცესის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ამერიკელ გასტროენტეროლოგს მესამე პრეზიდენტის წონა აინტერესებდა და დღეს დილით ეს მაჩვენებელი სწორედ 73 კგ-ს შეადგენდა.

შეგახსენებთ, სასჯელის გადავადების, ან გაუქმების შუამდგომლობაზე მორიგი პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. პროცესზე გამოკითხავენ ამერიკელ მედიკოსებს.

სასამართლოს ჩვენებას დღეს ნობელის პრემიის ლაურეატი ექიმი, ჯეიმს კობი და გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი მისცემენ. ამით ამერიკელი ექსპერტების გამოკითხვა პროცესზე დასრულდება.

იტვირთბა....