ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

10 წელიწადში რუსეთი ან არშემდგარი სახელმწიფო იქნება, ან დაიშლება – ატლანტიკური საბჭოს ახალი კვლევა

გამოქვეყნდა ატლანტიკური საბჭოს ახალი კვლევა.

კვლევის თანახმად, საგარეო პოლიტიკის წამყვანი ექსპერტების თითქმის ნახევარი ფიქრობს, რომ 10 წელიწადში რუსეთი ან არშემდგარი სახელმწიფო იქნება, ან დაიშლება.

აკადემიური, არაკომერციული, სამთავრობო და საკონსულტაციო სფეროს წარმომადგენელი გამოკითხული 167 ექსპერტიდან 46% რუსეთის კოლაფსს მომდევნო ათწლეულში მოელის. ასევე, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 40% მიიჩნევს, რომ რუსეთი მომდევნო 10 წელში “რევოლუციის, სამოქალაქო ომის” ან სხვა მიზეზის გამო დაიშლება.

დასავლელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ პუტინი უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილებით დასუსტდა, პენტაგონმა კი ომს “მასიური სტრატეგიული მარცხი” უწოდა.

იტვირთბა....