“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა” საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით ახალი განცხადება გააკეთა.
ინსტიტუტის თქმით, “ქართულ ოცნებას” ევროკომისიის მე-8 რეკომენდაციის საკუთარი გეგმაც არ შეუსრულებია.
„მიუხედავად ამისა, გეგმაში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად წარმოადგინა, მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ დაგეგმილი ძალადობის ორგანიზატორების იდენტიფიცირებისა და პასუხისგებაში მისაცემად გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ არაფერია მითითებული. გეგმა მხოლოდ „ყველა შესაბამისი საქმის გამოძიების შესახებ“ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების ვალდებულებით შემოიფარგლება, რაც ავიწროებს ევროკომისიის რეკომენდაციას და სრულად არ შეესაბამება მის სულისკვეთებასა და შინაარსს”, – აღნიშნავს DRI.
შეგახსენებთ, ევროკომისია მე-8 რეკომენდაციაში არაორაზროვნად უთითებს მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ დაგეგმილი ძალადობის ორგანიზატორების იდენტიფიცირებისა და პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობის შესახებ.

