პარტია “საქართველოსთვის” წევრი რუსუდან თევზაძე წლების განმავლობაში თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას წლების განმავლობაში იკავებდა.
ის კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს პოლიტიკურ დევნაში ადამანაშაულებს.
„ქალბატონ მინისტრს ძალიან ჭკვიანი და გონიერი ჰგონია საკუთარი თავი, და ასე არ არის. აკეთებს პოლიტიკური ნიშნით სეგრეგაციას და არაფრად აგდებს ადამიანის, პიროვნების, მოქალაქის პროფესიონალიზმს. მომატებული თანხა სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი წესით წამოიღო საკუთარ სამინისტროში, თითქოს საკუთარი ეზო-კარი იყოს და შემდეგ უკვე ჩასაფრებული პოლიტიკის გათვალისწინებით დაიწყო ბიუჯეტით ვაჭრობა, რომ თუ თევზაძე რუსუდანი დატოვებდა ამ პოზიციას, მაშინ უნივერსიტეტი მიიღებდა მომატებულ ბიუჯეტს”, – განაცხადა რუსუდან თევზაძემ.

