ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

უკრაინელებმა რუსული ძალების თავდასხმები 13 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშის მიხედვით, უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, რუსული ძალების თავდასხმები 13 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს.

„უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმები ლუგანსკის ოლქის სტელმახივკას დასახლებასთან, ასევე დონბასში სპორნოეს, როზდოლოვკას, ვესელოეს, ბახმუტის, კლიშჩიივკას, მაიორსკის, ვოდიანოეს, ნეველსკის, კრასნოგოროვკას, მარინკასა და პრეჩისტოვკას დასახლებების მიდამოებში.

გენშტაბში აცხადებენ, რომ უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 14 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის კონცენტრაციის ადგილებს, ასევე 4 დარტყმა საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებს. გარდა ამისა, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს რუსული ძალების 3 სამეთაურო პუნქტი, მტრის სარაკეტო და საარტილერიო ძალების 2 პოზიცია და 8 ტერიტორია, სადაც საოკუპაციო ძალები იყო კონცენტრირებული“ , – აღნიშნულია ანგარიშში.

იტვირთბა....