ახალი ამბები მთავარი სამართალი

რამდენიმე წუთის წინ: ფონიჭალაში სავარაუდოდ დედას ყელი გამოჭრეს, შვილი დაწვეს

 

საზარელი მკვლელობა მოხდა ზემო ფონიჭალაში. გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებისთვის ჯერჯერობით უცნობმა პირებმა ოჯახში დედას ყელი გამოჭრეს, მისი მცირეწლოვანი შვილი კი დაწვეს.

მომხდარი “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, საქმე 109 -ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ ეტაპზე დეტალები გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ საჯაროვდება. “მეტრონომი” აღნიშნულ საკითხზე მუშაობს და მოგვიანებით დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით.

 

იტვირთბა....