ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნატო-მ და ევროკავშირმა სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაცია გააფორმეს

ევროკავშირმა და ნატო-მ სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაცია გააფორმეს.

დეკლარაციას ხელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოაწერეს.

„ახლახან მოვაწერეთ ხელი ევროკავშირ-ნატო-ს ერთობლივ დეკლარაციას სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. ეს მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

„რუსეთისგან მომავალი საფრთხე ახლა ყველაზე აქტუალურია, თუმცა არა – ერთადერთი. ჩვენ ასევე ვხედავთ ჩინეთს, რომელიც თავისი ინტერესების სასარგებლოდ საერთაშორისო დღის წესრიგის შეცვლას ცდილობს. ასე რომ, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ გამძლეობა და ამ ახალი დეკლარაციის ხელმოწერით ჩვენი პარტნიორობა გადაგვყავს ახალ დონეზე. ევროკავშირი გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რომ მხარი დაუჭიროს უკრაინის მამაც ხალხს. გავაგრძელებთ ზეწოლას კრემლზე იმდენ ხანს, რამდენიც ეს საჭირო იქნება“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

იტვირთბა....