ახალი ამბები მთავარი სამართალი

თხუთმეტი ადამიანი მირტყამდა: ვეტერანები ირაკლი შიხიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ

სამხედრო ჰოსპიტალის გადარჩენის კომიტეტი და მისი წევრი ვეტერანები ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის უფროსის, ირაკლი შიხიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ.

კომიტეტის ერთ-ერთი წევრი კოხტა კორგანოვი ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ცემის ფაქტი 4 დღის წინ ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შენობის ეზოში მოხდა.

„ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ჯამრთელობის პრობლემის მოსაწესრიგებლად მივედი. ეს მოხდა 4 დღის წინ. ერთ-ერთმა იქ მყოფთაგანმა მიცნო და თქვა, რომ მე ვიმყოფებოდი ვეტერანთა საავადმყოფოს დასაცავ აქციაზე. ამის გამო ხელი დაახლოებით თხუთმეტი ადამიანი მირტყამდა. წინააღგმდეგობის გაწევა ვერ მოვახერხე, რადგან ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი იმყოფებოდა. შემდეგ მათ ოთახში შემიყვანეს, სადაც 40-მდე ფოტოსურათი მაჩვენეს იმ ადამიანების, რომლებიც აქციაზე იმყოფებოდნენ“ – განაცხადა ვეტერანმა კოხტა კორგანოვმა.

ვეტერანთა ჰოსპიტალის გადარჩენის კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ მაჭავარიანი ხელისუფლებას  ირაკლი შიხიაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

„ყველაზე ცუდი აქ არის ის, რომ იქ რაღაცა საგამოძიებო ჯგუფი შექმნეს, რომლის ერთადერთი მიზანი არის განსხვავებული აზრის, ვეტერანების დაშინება. მივმართავ ხელისუფლებას გაათრიეთ ეს კვაჭი კვაჭანტირაძე ამ შენობიდან, თორემ ჩვენ თავზე პასუხს აღარ ვაგებთ,“ – აღნიშნა მაჭავარიანმა.

იტვირთბა....