საზოგადოება

როგორ ვებრძოლოთ ნაბახუსევს: აქამდე უცნობი საშუალებები

ალბათ ძნელად მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ გამოუცდია სადღესასწალო სუფრასთან უზომო სმის შედეგად გამოწვეული თავის ტკივილი. ასეთ დროს ღვიძლი უარს ამბობს მიღებული სითხის გადამუშავებაზე და ორგანიზმი იწამლება.

ნაბახუსევზე ორგანიზმს კომპლექსურად უნდა დაეხმაროთ. ნაქეიფარზე უებარი წამალი ძილია – ნაბახუსევს თავის ტკივილისა და სხვა დისკომფორტის გადატანა ძილში უფრო იოლია. რაკი ამ დროს ორგანიზმი გაუწყლოებას განიცდის, ჭარბად სვით სითხე, მაგრამ არა წყალი, ხმელი ხილის კონცენტრილებული კომპოტები, რომელიც შეიცავს მინერალური ნივთიერებების მთელ კომპლექსს, ორგანულ მჟავებსა და ვიტამინებს, სწრაფად დაგაყენებთ ფეხზე.

გარდა ამისა, ხმელი ხილის კონცენტრირებული კომპოტები შეიცავს ნახშირწყლებს, რომლებიც აწესრიგებენ ნივთიერებათა ცვლას და მხნეობას შეგმატებთ. კომპოტები შეგიძლიათ წვენებით შეცვალოთ. განსაკუთრებით ეფექტიანია ვაშლისა და ყურძნის წვენი.

ნაბახუსევს მარგებელია მწვანე ჩაი, რომელშიც სასურველია აურიოთ ლიმონის წვენი და თაფლი. მიირთვით რძე და კეფირი – მათში შემავალი ცილები გაანეიტრალებს ნაწლავებში დაგროვილ ტოქსინებს, რომელიც თქვენს ალკოჰოლით დასუსტებულ ორგანიზმს უტევს.

შესანიშნავი საშუალებაა საზამთროც. სამწუხაროდ, ზამთარში ის ძნელად ხელმისწვდომია. გარდა იმისა, რომ საზამთრო სითხის წყაროა, ის ჭარბად შეიცავს მაგნიუმს, რომლის მწვავე უკმარისობას განიცდის ადამიანი ნაბახუსევზე.

 

ნაბახუსევზე გეამებათ და გარგებთ კიტრის ან კომბოსტოს მწნილიც. ასევე შეგიძლიათ მიიღოთ აქტივირებული ნახშირის რამდენიმე აბი. თუ C ვიტამინს მიირთმევთ დალევამდე 30-40 წუთით ადრე თავიდან აიცილებთ ჰაერის ნაკლებობას, თავის ტკივილს და ნაბახუსევის სხვა სიმპტომებს.

ihow.ge

იტვირთბა....