უკრაინაში მებრძოლი ქართველი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ საქართველოს გადარჩენა ერთად გვერდიგვერდ დგომაშია.
“სიმართლე გითხრათ, გულმოდგინეთ თვალყურს ვერ ვადევნებ ტელევიზიებს და ფეისბუკს.
ამასთან, პოსტივი-ში ვნახე უკრაინაში ერთერთი მებრძოლის მიმართვა. ჩემი აზრით (და როგორც აღმოჩნდა ყველასთვის) უმართებულო, ინდივიდუალური, ემოციური ძალისხმევით ნათქვამი.
აქვე სიუჟეტში, (როგორც ჩვევია სამთავრობო არხებს) ჩემი და ჩემი მეგობრის დათო ქაცარავას სურათის ფონზე პოსტტვ აკეთებს უაზრო, ამორალურ დასკვნას, უკრაინაში მებრძოლი ქარტველი მეომრები აპირებენ საქართველოს ხელუსუფლებაზე გადავლას ტანკებითო.
მეგობრებო, ჩვენ აქ იმისათვის ვიბრძვით, რომ საკუთარი სიცოცხლის ფასად (37 ქართველი მეომარი დაიღუპა) ვეხმარებით უპირველეს ყოვლისა ჩვენნაირი ბედის მქონე სტრატეგიულ პარტნიორს – უკრაინას, მის სამართლიან ბრძოლაში, და რაც მთავარია ვეხმარებით საქართველოს მისი შესაძლებლობების უფრო ფართო წარმოჩენაში.
ერთად დავდგეთ ჩემო საქართველო, ქართველო ხალხო, ამისტო და იმისტო, ესაა საქართველოს გადარჩენის და გამთლიანების გზა. თუ არა და , მაშინ ნუღა შეგაშინებთ ერთი კაცის წაქცეული სიტყვა, რუსეთი კი ნამდვილად გადაგვივლის”