საზოგადოება

3 რამ რაც ბედნიერ წყვილებს ახასიათებთ

ესთერ პერელი ურთიერთობებში ცნობილი ექსპერტია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ასობით  წყვილთან მუშაობდა. ამ დროის განმავლობაში მან ჩამოაყალიბა ის სამი ძირითადი თავისებურება, რაც ბედნიერ წყვილებს აერთიანებს:

1, მათ მუდამ აინტერესებთ ერთმანეთი – წყვილები, რომლებიც წარმატებულად აგრძელებენ თანაცხოვრებას, აღნიშნავენ, რომ რა დროც არ უნდა იყოს გასული, მეორე ნახევარს ბოლომდე არ იცნობენ. ეს გულისხმობს იმას, რომ მათ ყოველთვის აინტერესებთ ერთმანეთის აზრი,  ისინი არასდროს ამბობენ, რომ მათ უკვე იციან თუ რას ფიქრობს ან იტყვის მათი პარტნიორი, სანამ პირს გააღებს.

2, ისინი მართლა კმაყოფილები არიან თავიანთი პარტნიორით- ამგვარი წყვილები მართლა ბედნიერად გრძნობენ ერთმანეთის გევრდით თავს, ნებისმიერ სიტუაციაში,  რა დროც არ უნდა იყოს გასული.

3, ისინი საკუთარ პირად ცხოვრებას ინარჩუნებენ თანაცხოვრების მიუხედავად – ბედნიერი წყვულები აფასებენ ერთმანეთის ინდივიდუალურობას. ისინი ერმანეთს უტოვებენ პირად სივრცეს ჰობისთვის, ჩვევებისთვის, შეხედულებებისთვის და ა.შ.

independent.co.uk

იტვირთბა....